შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე", ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს.
ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, 16 ივნისს "ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი. ქ., რომლის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული პრეპარატი DOLORIN COLD - 16 აბი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის KLIPAL CODEINE (7 აბი) შემოტანა, რომელიც 17 ივნისს "ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე ა.გ.-ს შემოჰქონდა.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები






