სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართულ საპატიმროში, რომელშიც სასჯელს იხდის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ იგი დე-ფაქტო ცხინვალს გადასცენ.
როგორც პატიმარი ა.თ. აცხადებს, ის 2007 წლამდე ცხინვალში ცხოვრობდა, თუმცა ოკუპირებული რეგიონი დე–ფაქტო ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო დატოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც 2008 წლის 6 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში მუშაობდა.
პატიმრის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის 2008 წლის 6 აგვისტოს დააკავეს და კონკრეტული დავალება მისცეს, რაც ცხინვალში ტერორისტული აქტების განხორციელებას და კონკრეტული პირების ლიკვიდაციას ეხებოდა, თუმცა უარის თქმის შემდეგ ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
პატიმრის თქმით, სამართალდამცველებმა მე–8 საპატიმროს ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომ ის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისას იქნა დაკავებული, რის გამოც წამებას და გამუდმებით ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას დაექვემდებარა.
17 წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, როგორც პატიმარი აცხადებს, მასთან მე–17 დაწესებულებაში იგივე შეთავაზებით იმყოფებოდნენ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე, ამასთან, მას ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაციაც შეუკვეთეს. ამ დროისთვის ის საპატიმროში პირობებს არ უჩივის, თუმცა მისმა ოჯახის წევრებმა კვლავ მიიღეს ცხინვალში მუქარის შემცველი ზარები.
პატიმარი საქმის გადახედვას, სამართლიან სასამართლოს და გაცვლას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






