შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
სამართალი - 12:10, 18 Jun, 2014     791

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გამშვებ პუნქტ „ვალე“-ს თანამშრომლებმა ვარშავას ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას „ვალე“-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

იბრაჰიმ აკაია პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლით 2008 წლის 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 91-1 მუხლით და 1997 წლის ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო აქტის 43.1 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. 1999 წლის ოქტომბერში იბრაჰიმ აკაიამ თურქეთის ტერიტორიაზე, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ბაზარზე გაიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი – რამდენიმე კგ ჰეროინი. შემდგომ მან აიძულა სხვა პირი, რომ აღნიშნული ნარკოტიკი წაეღო ჰოლანდიაში. ამ უკანასკნელმა ნარკოტიკები სლოვაკეთიდან ჰოლანდიაში გერმანიის გავლით სპეციალურად ადაპტირებული ავტომანქანით წაიღო. 1999 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 24 დეკემბრამდე იბრაჰიმ აკაიამ სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად კრაკოვში, ვალცში, აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე, ბაზარზე გაიტანა 20 კგ ჰეროინი. მან უზრუნველყო ნარკოტიკების თურქეთიდან ბულგარეთში ტრანსპორტირება სხვა პირთა მეშვეობით.

ჩადენილი ქმედებისთვის იბრაჰიმ აკაიას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვის ვადით. ამჟამად დაკავებული გადაყვანილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42