სამინისტროს ინფორმაციით, ახალკაცს პირადი ჩხრეკისას რვა ვაზნით ,,ჩეზეს" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.
მისივე ცნობით, ნასვამი ახალკაცი გამვლელ მოქალაქეებსა და ხაშურის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.
დაკავებული 1991 წლიდან 2006 წლამდე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის გამგებელი იყო. ამჟამად, ახალკაცი პოლიტიკური პარტიის -,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად ამავე პარტიიდან იყრიდა კენჭს.
მომხდარ ფაქტზე საქმე 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება) მეორე ნაწილით, 151-ე მუხლით (მუქარა) და 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯამში თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები






