ირმა ჭკადუა: ტერაშვილები და შიუკაშვილი პასუხს ითხოვენ
სამართალი - 19:10, 15 Dec, 2012     973


ჟურნალისტებს მონიტორინგის ჯგუფის წევრს ლევან ტერაშვილმა მისი წამების ფაქტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ჭკადუას მტკიცებიტ, ლევან და კახა ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი შიმშილობას 21 დეკემბრამდე - წლის ბოლო სასესიო კვირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დასახმარებლად საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს მიმართავენ.


,,ტერაშვილები და შიუკაშვილი ითხოვენ დასაბუთებულ ახსნას, რატომ ამოიღეს მათი გვარები პოლიტპატიმართა სიიდან 5 დეკემბრის წინა დღეს, ან რატომ მოხვდა ამ სიაში ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებიდან ნაწილი. თუ ეს მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, მაშინ რატომ არ სწორდება. მოშიმშილეებს ეჭვი აქვთ, ხომ არ ასრულებს კომიტეტი გარკვეულ დაკვეთას.
ტერაშვილის თქმით, მას რობერტ გრიგალაშვილი აიძულებდა ყალბი ჩვენება მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების და მეგობრების დაჭერით ემუქრებოდა. შენ და შენს ძმას 16-16 წელს მოგისჯით ისე, რომ არც უდო და არც ამინისტია არ შეგეხებათო. გრიგალაშვილი იმასაც აღნიშნავდა, რომ "ადეიშვილის სახელით გელაპარაკები და ეს მისი გადაწყვეტილება არისო". ამასთან, ტერაშვილი "მწამებელთა" უკვე გახმაურებულ გვარებსაც ასახელებს, კერძოდ, მუხაძე, ყაჭეიშვილი, ფაცაცია, ჯანჯღავა, გოგა ბუთლიაშვილი. ამასთან, ლევან ტერაშვილის თქმით, მას კუდი-ს თანამშრომლები აიძულებდნენ, რომ სოზარ სუბარისთვის დაედო ხელი და ეთქვა, რომ სუბარმა იცოდა ვითომდა დაგეგმილი გადატრიალების შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ იმ დროს სუბარი ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი იყო, ეს ვარიანტი გამორიცხეს და ახლა ტერაშვილს ეროსი კიწმარიშვილზე თხოვდნენ ეთქვა, რომ ამ ოპერაციას კიწმარიშვილი აფინანსებდა", - აცხადესბ ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ  თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად  ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი ე.წ. ,,ზილის საქმეზე" არიან დაკავებული.


 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42