3 ივნისს, გვიან ღამით გორში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი 14 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" არასრულწლოვანის ნათესავებმა აცნობეს.
14 წლის გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის ცენტრიდან პალატაში გადაიყვანეს და მას უკვე მეტყველების უნარიც დაუბრუნდა.
ჩვენი ინფორმაციით არასრულწლოვანი ჯერ-ჯერობით მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს გვიან ღამით გორში სტალინის ქუჩაზე ცხრა სართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 14 წლის გოგონა გამვლელებმა შემთხვევით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა, ასევე ყელის არეში თოკი ჰქონა მობმული. გაურკვეველ ვითარებაში დაშავებული გოგონას საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ან თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






