დავით ბეგიაშვილი: დავების განხილვის საბჭოს უნდობლობას ვუცხადებ
საზოგადოება - 12:05, 15 Dec, 2012     650

 



ბეგიაშვილი დავების საბჭოს სამ წევრს - მამუკა ბარათაშვილს, დავით ქევხიშვილსა და ირაკლი ლიჩელს ,,წინა მთავრობის დაკვეთით მისი კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში ადანაშაულებს".


,,საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ. აქამდე ექვსი წევრის შემადგენლობით მოქმედი საბჭო მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხრა კაცით განისაზღვრა. დავების განხილვის საბჭოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი დავით ქევხიშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი ზვიად კორძაია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გუგავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ლიჩელი არიან", - აცხადებს ბეგიაშვილი.


,,პირველი ორი პიროვნება დავების საბჭოში ფაქტებისა და გარემოებების აღრევით, უსაფუძვლოდ 3 მილიონამდე ლარის ჯარიმის ინკრიმინირებაში, ხოლო უკანასკნელი ეკონომიკის სამინისტროში ჯერ პირადად ჩემს მიმართ თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ინიცირებაში, შემდგომ კი კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, სამაღაზიე ფართის უკანონოდ ჩამორთმევის ორგანიზებაში იყო გარეული. ამ პიროვნებებმა სხვა მონაწილეებთან ერთად თავისი მოქმედებებით იძულებული გამხადეს ქვეყანა დამეტოვებინა, შემილახეს საქმიანი რეპუტაცია, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილებმა თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ გაილაშქრეს, უმუშევრად და უსახსროდ დატოვეს კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელი, ფეხქვეშ გათელეს ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები, გასაკოტრებლად გაწირეს საერთშორისო ავტორიტეტის მქონე 20-წლიანი გამოცდილების ქართული ბიზნესი. ჯერ კიდევ ამა წლის აგვისტოში საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" მიერ გასაჯაროებულ იქნა იმ ადამიანების სია, რომლებსაც ჩვენს მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში ვადანაშაულებდით. ეს სია როგორც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ისე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გადაეცა. გარდა ამისა, სახელმწიფო მოხელეების ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის საქმეზე გამოიძების დაწყების მოთხოვნით განცხადებები როგორც შვეიცარიის, ისე საქართველოს პროკურატურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს გადაეცათ.

ამასთან, იგი ახალ მთავრობასა და ფინანსთა მინისტრს მიმართავს, გამოძიების დასრულებამდე დავების საბჭოს ზემოაღნიშნულ პირებს უფლებამოსილება შეუჩეროს.
პირადად დაინტერესდნენ და ჩვენი მიმართვა შეისწავლონ. ასევე მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ წინა ხელისუფლების მოხელეების დასაქმების საკითხებში", - აცხადებს ბეგიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42