ხვალ უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა
მსოფლიო - 22:54, 14 Jun, 2014     1941
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედროების დაღუპვის გამო ხვალ გლოვის დღე გამოაცხადა. მან დაღუპულთა ოჯახების მიმართ მწუხარება გამოთქვა.

ინფორმაციას სააგენტო ,,უნიანი“ ავრცელებს.

"ჩვენი სამხედროების დაღუპვის გამო კვირა გამოვაცხადე გლოვის დღედ. ეს დიდი დანაკარგია არა მარტო დაღუპულთა ოჯახებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. უკრაინაში მწუხარებაა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინას მშვიდობა სჭირდება, თუმცა ტერორისტები მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკში, ტერორისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი 49-ვე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Ил-76 გამთენიისას ჩამოაგდეს. ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და დნეპროპეტროვსკის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 40 სამხედრო იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42