თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება. აჩიკო მაიუსურაძეზე მომხდარი თავდასხმა რამდენიმე თვის წინაც მომხდარა. ფაქტს თელავის მკვიდრი ახალგაზრდა ქალბატონი ადასტურებს.
მისი განმარტებით ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ სამართალდამცავები, თუმცა, ფაქტი გამოუძიებელი დარჩა.
„ქალაქში უკვე თვეებია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ აჩიკო მაისურაძეს დასდევდა ვინმე შაშანელი, შეურაცხადი ადამიანი და ემუქრებოდა მოკვლით, სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბრუნდა ე.წ. ქურდული მენტალიტეტი. აჩიკო თითქმის ყოველდღე მიმართავდა სამართალდამცავ უწყებას რომ დაეცვათ მისი უსაფრთხოება, თუმცა, ჭიკაიძის უწყებამ ეს ვერ მოახერხა“, - განაცხადა თელავის მკვიდრმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის აჩიკო მაისურაძეს თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს გამზირზე, კომპანია „ჯეოსელის“ წინ ესროლეს. ცნობილია, რომ მაისურაძე 12 წლის წინ არის ნასამართლევი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობისათვის. ერთერთი ვერსიით სწორედ ამ მიზეზით მას შურისძიების მიზნით მოსაკლავად დასდევდნენ.
შემთხვევის ადგილიდან მაისურაძე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციის დროს გარდაიცვალა, აღძრულია სისხლი სამართლის საქმე 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






