ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ექსტრემისტები საშიშროებას არა მხოლოდ ერაყისთვის, არამედ ამერიკისთვისაც წარმოადგენენ:
“ჩვენ არ გავგზავნით ჩვენ სამხედროებს ერაყში კვლავ საომრად, თუმცა ეროვნული უშიშროების გუნდს სხვა რიგი ვარიანტების მომზადება უკვე დავავალე. აშშ არსებულ სიტუაციაში სამხედრო გზით არ ჩაერევა, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო გამოწვევა. ტერორისტების თავდასხმის დროს ერაყელი სამხედროები რამდენიმე ქალაქის დაცვის უუნაროები აღმოჩნდნენ. აშშ-მა ერაყის უშიშროების ძალების მომზადებაში და გაწვრთნაში ბევრი ფული ჩადო. ახლა კი მათ საკუთარი პოსტების დაცვა არ შეუძლიათ. ამ პრობლემის ფესვები პოლიტიკურ პრობლემებშია”, - განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






