იმისთვის რომ, შეინარჩუნოთ მოვლილი და ჯანმრთელი სხეული საკმარისი არ არის მხოლოდ ჰიგიენური საშუალებები, აუცილებელია ორგანიზმის ყოველდღიური მომარაგება აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. აუცილებელია ცილოვანი და მინერალური ცვლის კორექცია, ასევე ორგანიზმის მოთხოვნიდან გამომდინარე ბიოლოგიური დანამატების შერჩევა როგორებიცაა: რკინა, იოდი, სპილენძი, თუთია, სელენი, კალციუმი, სილიციუმი, გოგირდი და სხვა.
რკინა - ამ მიკროელემენტის დეფიციტი პირველ რიგში აისახება თმაზე, ის ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი.
იოდი – მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ჰიპოთირეოზს და როგორც შედეგს – თმის სიმპტომურ ცვენას.
სპილენძი – ის მონაწილეობს ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენების სინთეზში, რომლის დეფიციტის დროს ქალის ორგანიზმში იმატებს ანდროგენები და ვითარდება ანდროგენეტიკური ალოპეცია.
თუთია – აუცილებელია ცილის (კოლაგენის) სინთეზისათვის, ის თამაშობს მთავარ როლს კანის რეგენერაციის პროცესებში, თმისა და ფრჩხილების ზრდაში, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციაში, აკონტროლებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის სეკრეციას, რომლის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენეტიკური ალოპეცია.
სელენის – დეფიციტის დროს ფერხდება თმის ზრდა, ვითარდება ფრჩხილების დისტროფიული ცვლილებები.
კალციუმის – დეფიციტი იწვევს აგზნებადობის მომატებას, ის არის თმის ცვენის და ნაადრევი ჭაღარის ერთ–ერთი მიზეზი.
სილიციუმი –თმას აძლევს ელასტიურობასა და გამძლეობას.
გოგირდი - მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში.
ჰამბურგის ლაბორატორია გთავაზობთ მიკროელემენტების სრულ სპექტრს სპეციალური ფასდაკლებით.
ჯანმრთელი მოვლილი თმა, ბრჩხილები და კანი, ყველა ადამიანის სილამაზის სავიზტო ბარათია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები პირველრიგში თმაზე აისახება, კარგავს ბზინვარებას, სუსტდება და იწყებს ცვენას. თმა გვეხმარება ქრონოკული დაავადებების აღმოჩენაში მაშინ, როდესაც სიმპტომები ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი. თმა რამოდენიმე წლის განმავლობაში იძლევა სტაბილურ სურათს ორგანიზმში ელემენტების დაგროვებაზე, აქედან გამომდინარე ის – არის თქვენი ორგანიზმის სარკე.
ეკოლოგიური ფაქტორი, ცხოვრების არადაბალანსებული რიტმი, სტრესი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს მინერალური ცვლის დარღვევას ამ პროცესის დროს სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტების
დეფიციტთან ერთად საყურადღებოა მისი ტოქსიკური სიჭარბე, რაც დიდ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
რკინა, იოდი, სპილენძი, თუთია, სელენი, კალციუმი, სილიციუმი, გოგირდი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები