2013 წლის წყლისფერი გველის, სიბრძნის წელიწადის მიმოხილვა
საზოგადოება - 19:08, 14 Dec, 2012     1585

newsეს შეიძლება მივიღოთ, როგორ მეტაფორული გამოთქმა, რომელიც გულისხმობს, რომ გველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ ექნება ოჯახში შიმშლობის პრობლემა, რადგანაც ის ფანტასტიური შუამავალია, რასაც კარგად იყენებს ბიზნესშიც. თუმცა თუ შიმშილის საშიშროება შეიქმნება, „გველი" შესწირავს და გაყიდის ყველა მისთვის ძვირფას ნივთს, რათა ოჯახს აარიდოს მსგავსი განსაცდელი. „გველი" ძალიან გამჭრიახი, ინტელიგენტი, ბრძენი და ეშმაკი პიროვნებაა. გველის ნიშნის ადამიანები ელეგანტურად იმოსებიან. ამ ნიშნის ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან. არ უყვართ ფუჭად საუბარი. გველი ღრმად მოაზროვნეა. ის ინტელექტუალი ფილოსოფოსია, ბრძენია, თუმცა თავისუფლად შეეძლო იოლად გასულიყო ამ თვისების გარეშეც, ვინაიდან ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის. გველი უფრო საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ, თუ სხვათა გამოცდილებას. მას, თითქოს და მეექვსე გრძნობა აქვს. გველი გაბედულად ამთავრებს დაწყებულ საქმეებს, სძულს მარცხი და თუმცა ბუნებით მშვიდია, გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობს. მიზნის მისაღწევად მასდედამიწის გადაბრუნება შეუძლია. ის ცუდი მოთამაშეა.მამაკაცი-გველი სენტიმენტალური და სასიამოვნო ადამიანია, აქვს კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა, ხოლო ქალი-გველი მშვენიერია და ხშირად სარგებლობს წარმატებით თავისი სილამაზის გამო. აღმოსავლეთში, როდესაც კომპლიმენტის გაკეთება სურთ, ქალს გველს ადარებენ.გველს არ უყვარს არაფრის გასესხება, თუმცა თუ ვიმე მოსწონს, არასდროს იტყვის დახმარებაზე უარს. მართალია ფულით არ დაეხმარება, სამაგიეროდ თავს არ დაზოგავს მისთვის. მაგრამ თითქმის ყოველთვის უკიდურესობებში ვარდება, რადგან მისი კეთილი ნება - დაეხმაროს სხვებს ხშირად მთლიანად მოიცავს მას. გველს მიდრეკილება აქვს გაზვიადებისადმი, და თუ ვინმეს დაეხმარა, შემდეგ აკვიატება ემართება, რის გამოც უფრო შემაწუხებელი ხდება, ვიდრე სასარგებლო. მას ინსტინქტი კარნახობს, რომ შემოეხვიოს გარს მას, ვისი ,,გადარჩენაც სურს,,, ზოგჯერ - დაახრჩოს კიდეც. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ამ ნიშნის ადამიანს მიმართავდეთ დახმარების სათხოვნელად, რადგან შესაძლოა ეს მომავალში სანანებლად გაგიხდეთ. რაც შეეხება ფულს, ამაში ამ ნიშნის ადამიანებს უმართლებთ. გველს არ სჭირდება ზედმეტად ამ საკითხზე ნერვიულობა, ის ყოველთვის ადვილად მოიძიებს საჭირო თანხას, როდესაც დასჭირდება. სიბერეში გველი ხშირად ძუნწი ხდება.გველს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არაა დაკავშირებული რისკთან, თუნდაც ბევრი მუშაობა უწევდეს. მიუხედავად ამისა, გველი ზარმაცია.

 

newsსიყვარულში პარტნიორს თავად ირჩევს, შეუწყნარებელი და ეჭვიანია მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი უკვე აღარ უყვარს. როგორც წესი, პარტნიორს უზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას, განსაკუთრებით ეს კაც-გველებს ეხებათ.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ართულებს მათ ცხოვრებას. თუ ისინი თავიანთ მონდომებასა და ყველაზე ფაქიზ გრძნობებს საკუთარი ოჯახისკენ მიმართავენ, მათი ცხოვრება ბევრად უღრუბლო და უპრობლემო იქნება. ეს მათი მტკივნეული ადგილია. გველი ცდილობს "დააბას" პარტნიორი ყველა საშუალებით, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დიდი, მრავალრიცხვოვანი ოჯახის შექმნა.

გველი ბედნიერი იქნება ხარის წელში დაბადებულ ადამიანთან, რომელიც სიამოვნებით მისცემს უფლებას დაეუფლოს მას, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხარს ექნება გადამწყვეტი როლი ოჯახში.გველისა და მამლის ორთაბრძოლა, თუ ისინი უკვე დაქორწინებულნი არიან, მეგობრობენ ან საერთო საქმე აქვთ, წარმატების მომტანი იქნება ორივესთვის, რადგან მათი ნაკლოვანებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანი ნამდვილად ცოდო იქნება, თუკი გველის ხელში მოხვდება, ვინაიდან ის დაპყრობილი, სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება გველის მიერ. გველისთვის დაუშვებელია საკუთარ ცხოვრებაში ვეფხვის შემოშვება, ვინაიდან ვეფხვი, დამანგრეველია.

 

გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრების პირველი ეტაპი მშვიდად და უპრობლემოდ გაივლის. საყურადღებოა ცხოვრების ბოლო ფაზა. სწორედ ამ დროს, მის სენტიმენტალურ და მგზნებარე ხასიათს, თავგადასავლებისადმი სიყვარულს მისთვის ცუდი როლის თამაში შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მას თავისუფლად შეეძლო მშვიდი სიბერე ჰქონოდა. ყვლაფერი შეიძლება შეიცვალოს იმის და მიხედვით, თუ როდის დაიბადა კონკრეტული ადამიანი: დღისით თუ ღამით, ზაფხულში თუ ზამთარში და როგორი ამინდი იყო იმ დღეს.

მას მხოლოდ სითბო უხდება, ვერ იტანს სიცივეს, ნალექს. ამიტომ უფრო გაუმართლებს მათ, ვინც დაიბადა ზაფხულის ცხელ დღეს, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, ვიდრე მათ, ვინც დეკემბრის ცივ ღამესაა დაბადებული. გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრება იმდენად დამოკიდებულია ამინდზე, რომ თუკი ადამიანი ქარიშხლიან დღეს დაიბადა, შესაძლოა მთელი ცხოვრება საფრთხეში იყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42