ამის შესახებ ყოფილმა პოლიცელმა გია ალავიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ნომერი ბუხაიძის სახელზე 2006 წლის 1 ივნისს იყო რეგირსტირებული.
„მე პროკურატურას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავეცი ნომრები, რომელთაც ბიბილურიძე, ღაჭავა, ალანია, აფციაური პატიმრობაში იყენებდნენ. მათ შორის იყო ერთი ნომერი – 899 33 94 73, რომელიც ლევან ბუხაიძეზე იყო რეგისტრერებული. ამ ნომრებიდან აღნიშნული პირები რეკავდნენ ოჯახის წევრებთან, კუდ–ის თანამშრომლებთან და ამასთან, შსს-ს მაღალჩინოსნებთან. გარდა ამისა, გამოძიებას გადავეცი იმ კომპიუტერის პროცესორი, რომლითაც საპატიმროში აღნიშნული პირები სარგებლობდნენ. პროკურატურამ მას ჩაუტარა ექსპერტიზა, მასზე გარკვეული ინფორმაციები წაშლილი იყო, მაგრამ მოხდა რამდენიმე დისკის აღდგენა, რომლის შეცველ ინფორმაციებთან მე წვდომა არ მაქვს“-განაცხადა გია ალავიძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროცესორი 2007 წელს საპატიმროში შეიძინა, შემდეგ კი ციხიდან გამოიტანა და გადამალა.
„მოვუწოდებ პროკურატურას, შეასრულოს მისი პროფესიული ვალდებულება და დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა ბუხაიძეზე რეგისტრირებული ნომერი გირგვლიანის მკვლელების ხელში, მით უფრო რომ ეს ნომერი ალანიას, ბიბილურიძის, ღაჭავას, აფციაურის დაკავების შემდეგ არის რეგისტრირებული“, - აცხადებს ალავიძე.
მასალის გამოყენების პირობები






