,,ნიუპოსტი“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერი დასავლელ ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე იგივეს არ გაიმეროებს, რაც მან ღია ეთერში თქვა.
_ერთია, რას ამბობს ღარიბაშვილი პრესკონფერენციებზე და მეორეა, რას ამბობს დახურულ შეხვედრაზე დასავლეთის ლიდერებთან. თუ ის იგივეს, ამბობს, რომ რუსეთისგან არ მოდის არანაირი საფრთხე და არ არის ამ მხრივ საშიშროება, მაშინ ეს კატასტროფაა. იმედი მაქვს, ის იგივეს არ აკეთებს დახურულ შეხვედრებზე...
_თუმცა, მან ეს განცხადება ღიად, სატელევიზიო ეთერში გააკეთა, ფაქტობრივად მთელი დასავლელი ლიდერების გასაგონად... და ვიყოთ კი დაზღვეული, რომ იგივეს არ აკეთებს დახურულ შეხვედრაზე?
_რა თქმა უნდა, დაზღვეული ნამდვილად არ ვართ, რომ დახურულ შეხვედრაზე იგივეს არ აკეთებს... გარდა ამისა, რაც არ მომეწონა კიდევ მის ინტერვიუში, არის ლექსიკა და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტოდ მოხსენიება. პოლიტიკური ლექსიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მთავრობის მეთაურის გამოსვლაში, როცა ყველა უყურებს ამას და ეს აღიქმება, როგორც ქვეყნის ოფიციალური პოზიცია. როცა, შენ ეძახი ოკუპირებულ ტერიტორიებს, რაღაც დეფაქტო ტერიტორიას, და როცა სიტყვა ოკუპაციას არ ახსენებ და ახსენებ დეფაქტოს, ამით რას ეუბნები ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს, რომ არის დეფაქტო, ანუ ისინი არსებობენ. ეს ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, მუდმივად უნდა ახსენო. ეს იყო პრემიერის გამოსვლაში კიდევ ერთი ცუდი ფაქტი, რაც მოვისმინე, ანუ მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება.
_ხელსიუფლების ოპონენტების მხრიდან სწორედ ამაზე კეთდებოდა შეფასებები, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რომ ღრიბაშვილმა ფაქტობრივად ლეგიტიმაცია გაუკეთა აფხაზების და ოსების ე.წ. ,,დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას“...
_მთლად შეიძლება ასე არ ვთქვათ, რომ ლეგიტიმაცია, მაგრამ იდეოლოგიის შერბილება და სიტყვა ოკუპაციის არგამოყენება, მაინტერესებს რატომ ხდება? და რას გვაძლევს ჩვენ? თუ ეს მიმართულია იქითკენ, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ამ ყველაფერს უკვე საზღვარი აქვს. იმიტომ, რომ არ გვეჩხუბოს, ამის გამო არ გამოუხატოთ პროტესტი, როგორც მოხდა მაგალითად, მაშინ, როცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუცია და ძალიან ცოტა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი და ამაზე იყო გაფრთებული და საშინელი რეაქცია რუსთისგან... ანუ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ეს ოდესღაც უნდა დამთავრდეს, ამან თავის თავი ამოწურა უკვე... ძალიან მალე ვაწერთ ხელს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და მერე რა მოხდება, მერეც იგივეს ვაგრძელებთ? ესაა საინტერესო...
_ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები..
_არც მე ვარ იმის მომხრე, რომ ვლანძღოთ, ვაგინოთ და ვიყოთ მუდმივად აგრესიული, როგორც ხდებოდა ხოლმე, სააკაშვილის დროს...მოდით ვაღიაროთ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდ დავიცვათ ჩვენი ინტერსები და სიტყვა ოკუპაციის თქმის არ უნდა გვეშინოდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






