მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:56, 14 Dec, 2012     600


,,2012 წლის 14 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავა. მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით, 12:00 საათისათვის, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი ზვიად ობოლაძე შოთა კიღურაძის ოჯახში სტუმრად მყოფი ძმიშვილის - სერგო კიღურაძის დაკავების (წვრილმანი ხულიგნობისათვის ადმინისტრაციული წესით) მიზნით მივიდა სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში. ზვიად ობოლაძის მოთხოვნით მასთან ერთად მითითებულ მისამართზე სამტრედიის რაიონული სამმართველოს პირადი შემადგენლობის 12 თანამშრომელი შეიკრიბა, მითითებულ მისამართზე მისვლის შემდეგ, ზვიად ობოლაძე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შოთა კიღურაძის აივანზე ავიდა, სადაც სერგო კიღურაძე ნათესავებთან და მეზობლებთან ერთად დომინოს თამაშობდა. პიროვნების დადგენის შემდეგ, ზვიად ობოლაძემ სერგო კიღურაძეს განუცხადა, რომ იგი დაკავებული იყო და მისთვის ხელბორკილის დადება სცადა. სერგო კიღურაძის დაკავებას ნათესავების მხრიდან (რომელთათვის უცნობი იყო დაკავების სამართლებრივი საფუძველი) პროტესტი მოჰყვა. ოჯახის უფროსი შოთა კიღურაძე, მისი შვილი თეიმურაზ კიღურაძე და დიასახლისი მაია ახობაძე ცდილობდნენ, სერგო კიღურაძის ეზოდან გაყვანაში ხელი შეეშალათ და პოლიციის მანქანაში ჩასმაში. აღნიშნულ პროცესში ზვიად ობოლაძემ, რომელსაც ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლები პროპორციულობისა და აუცილელობის პრინციპების გათვალისწინებით ფიზიკური იძულების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებდნენ, თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რაც ძალადობით ჩაიდინა. კერძოდ, დაკავებული სერგო კიღურაძის პოლიციის სამსახურებრივ მანქანაში ჩასმისას, ზვიად ობოლაძემ განზრახ ჩაარტყა ხელში მომარჯვებული ცეცხლსასროლი იარაღის ტარი მაია ახობაძეს სახეში. დარტყმის შედეგად მაია ახობაძემ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. მოსტყდა ქვედა ყბის კბილები და ტვინის შერყევა მიიღო", - ნათქვამია პროკურატურის მიერ ავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42