,,მაუწყებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანამხად, სამეურვეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე.
განცხადების თანახმად, კონკურსი ჩატარდება ორ ტურად. პირველი ტურისთვის ნებისმეირმა კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს მხოლოდ CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, 2012 წლის 14 დეკემბრის 16:00 საათიდან 2012 წლის 20 დეკემბრის 18:00 საათამდე.
კანდიდატების მიერ წარდგენილი CV-ის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდებიან მე-2 ტურში გასული კანდიდატები.
ხოლო უკვე მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გაიმართება საუბრები და გამოვლინდება გამარჯვებული კანდიდატი, რომელის გენდირექტორად დანიშნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანდიდატი 5 სამუშაო დღის ვადაში სამეურვეო საბჭოს წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
აღნიშული ინფორმაცია განთავსებულია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






