,,რაც შეეხება თანამშრომლების გათავსუფლებას, როცა მე ვსაუბრობ არხის გეგმაზე, ამ გეგმის ნაწილი იყო ოპტიმიზაცია. იყო ახალი სტრუქტურა რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო, ეს უნდა განხორციელებულიყო და სწორედ ამ ეტაპზე ამას ვთვლი მე ჩემი გადაგომის მეზეზად, რომ არსებულ გეგმებს ვერ ავუწყვე ფეხი და ვთვლი, რომ ადამიანს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, რომ ასეთ დროს, როცა ვერ აკეთებ იმას, რაც შენც გინდა რომ გამოვიდეს, უნდა გადაგე და ადგილი სხვას დაუთმო. რაც მე ვერ გავაკეთე, გააკეთებენ სხვები ჩემზე უკეთ’’-განაცხადა გია ჭანტურიამ.
გია ჭანტურია საზოგადოებრივი არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შემოქმედებით საქმიანობას გეგმავს,
,,ეხლა ამ წუთში წავალ სახლში, შევკრიბავ ჩემს ბავშვებს და რაც ვერ შევძელი ამ პერიოდში, რომ მათთვის დრო დამეთმო, ახლა განვახორციელებ. ასე, რომ ყველაფერში რაღაც სიკეთე უნდა ნახო ადამიანმა და მეც უფრო შემოქმედებითი საქმინობისკენ გადავიხრები’’-განაცხადა გია ჭანტურიამ პოსტის დატოვების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






