C-ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს.
C ჰეპატიტი დღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე მწვავე და ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიოში C ვირუსით 130-დან 170 მილიონამდე, ხოლო საქართველოში დაახლოებით 250 000 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი განსაკუთრებით სპეციფიური და საყრუადრებოა რადგან ხშირ შემთხვევაში უსიმბტომოდ მიმდინარეობს და ადამიანი ვირუსის მატარებელი ხდება, ხოლო სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში სამწუხაროდ ლეტალური შედეგი უკვე მოახლოებულია. C ჰეპატიტის სიმპტომებია: დეპრესია, დაღლილობა, კანის დაზიანება, ვეგეტო-ასთენიური სინდრომი, მარჯვენა ფერდქვეშა არეში დისკომფორტი. პრევენციის მიზნით საჭიროა, გააკონტროლოთ რამდენად ხართ ვირუსის მატარებელი, მიიღოთ საჭირო ზომები და დაიცვათ ჯანმრთელობა.
არსებობს C ჰეპატიტის ვირუსის 7 ძირითადი ტიპი ისინი „გენოტიპების“ სახელით არის ცნობილი.
ქრონიკული C ჰეპატიტის მიმდინარეობა სხვადასხვა პაციენტში განსხვავებული და არაპროგნოზირებადია. ინფიცირებულთა ნაწილში ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელო კლინიკური ნიშნებია გამოხატული.
C ჰეპატიტს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც
„ჩუმ მკვლელს ან ალერსიან მკვლელს”.
C ჰეპატიტი ნელი ინფექციის მსგავსი - ხანგრძლივი, დუნე, მაგრამ პროგრესირებადი დაავადებაა.
რისკჯგუფებს წარმოადგენს:
ინტრავენური ნარკომანები
რომელთა მეუღლეები (სქესობრივი პარტნიორები) იყენებდნენ ან იყენებენ ნარკოტიკის ინტრავენურ ფორმას, ინფიცირებულნი არიან B და C ჰეპატიტის ვირუსებით;
რომელთაც შეუმოწმებელი სისხლი ან მისი კომპონენტები გადაისხა;
სტომატოლოგიური მანიპულაცია;
პირადი მოხმარების ნივთები (დაუმუშავებელი);
რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ ჰემოდიალიზს;
რომლებსაც გაკეთებული აქვთ პირსინგი ან ტატუირება;
რომელთაც სისხლში შრატისმიერი ტრანსამინაზების მატება აღენიშნებათ.
მასალის გამოყენების პირობები