,,ფინანასურ ნაწილს რაც შეეხება, ეხლა ბორდი განიხილავს ბიუჯეტს, მე არ მიფიქრია, რომ ფინანსური საკითხის გამო დამეხურა თავზე ქუდი და წავსულიყავი, ვიმუშავე საკმაოდ დიდხანს და იმ განცხადებასთან ერთად, რომელიც მე გადაგომაზე გავაკეთე, მე შევიტანე ბორდზე ბიუჯეტის გეგმა, რომელიც 2013 წლისაა, ეს ბიუჯეტი არის რეალისტური, შესრულებადი და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულფასოვან მუშაობას. აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე პრობლემებს’’-აცხადებს გია ჭანტურია.
გიორგი ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმების თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს იანვრის ბოლოს ექნება გადაწყვეტილება მისაღები, მისივე თქმით, კარგი იქნება თუ დაჩქარება ეს პროცესი და თუ დაკმაყოფილდება ჩვენი რამოდენიმე თვის თხოვნა, რომ მოხდეს რესტრუქტურიზაცია გარკვეული დავალიანებების, რომლებიც არსებობს სხვა უწყებებში.
მასალის გამოყენების პირობები






