სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქის რამდენიმე უბანში დარღვევები გამოავლინა
სამართალი - 11:59, 11 Jun, 2014     1430

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტ "მარიამიდან" და მარჯანიშვილის ქუჩაზე - ი/მ "მევლუდ ხარაიშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან ამოღებულია საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც არ იყო დადამღული.

„ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდნენ 1000-1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.

ეტიკეტირების წესის დარღვევით სასურსათო პროდუქტების რეალიზაციისათვის 400-400 ლარით დაჯარიმდნენ: გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე შპს "პურის სამყაროს" სუპერმარკეტი, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე - შპს "კარაქი" და დიღმის მასივში - ი/მ "ქსენია ჩიქოვანი", ხოლო დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ჰიპერმარკეტი კარფური" ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის დაჯარიმდა 1200 ლარით.

მიუხედავად სურსათის ეროვნული სააგენტოს არაერთი განცხადებისა, სურსათის მწარმოებელ მეწარმეთა ნაწილი კვლავ აგრძელებს საქმიანობას ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე. ხიზანიშვილის ქუჩაზე - ი/მ " ბესარიონ ტეტიაშვილი", გლდანის მე-3 მიკრორაიონში - ი/მ "დიმიტრი ჩიკვილაძე", დიღმის მასივში - შპს "გიოდათი" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 500-500 ლარით დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის 1 ნაწილი).

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს გლდანის მასივის 1 მიკრორაიონში მდებარე შპს "თეთრი 2012"-ის მარკეტიდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე - შპს "მალიდან", დიღმის მასივში - ი/მ "ფარნაოზ შანავას" სასურსათო მაღაზიიდან. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება, მეწარმეებს კი საჯარიმო სანქციები დაეკისრათ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42