ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე პრაღიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს
სამართალი - 12:00, 11 Jun, 2014     2363
ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე პრაღიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში ბიზნესი ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი ბადაშვილსა და უჩა ნანუაშვილს მისი საქმის ხელახალი გამოძიების დროულად დაწყებას სთხოვს.

"ამ დღეებში, პრაღის სასამართლომ ჩემს ექსტრადირებაზე უკვე მეხუთედ უთხრა უარი საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან მიიჩნია, რომ საქართველოში ჩემს სიცოცხლეს კვლავინდებურად საფრთხე ემუქრება და სამართლიანი სასამართლოს იმედი არ უნდა მქონდეს.

საგანგაშოა, როცა ევროპის ერთ-ერთი სასამართლო, 1 ოქტომბრის არჩევნებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც, ასეთ დასკვნას აკეთებს. გვინდა დავიჯეროთ, რომ სამართლიანობის აღდგენა ახალი ხელისუფლების პრიორიტეტია, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. 2012 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე ავთო(ჭუტა) წერეთლის წინააღმდეგ, რომლის კაბინეტშიც ბრტყელტუჩათი არაადამიანურად მაწამეს. ამის მიზეზი წერეთლის მხრიდან ჩემი ბიზნესის ხელში ჩაგდების სურვილი იყო. პარალელურად, მასთან გარიგებაში მყოფმა მაშინდელი ფინანსური სამსახურის მესვეურებმა დევნა დამიწყეს, რის გამოც იძულებული გავხდი თავი ჩეხეთისთვის შემეფარებინა.

მეხუთე წელია, ჩემი ოჯახის ტანჯვა გრძელდება. საქართველოს პროკურატურა კი იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ გამოიძიოს ჩემი წამებისა და დევნის საქმე, წერეთლის შეკვეთით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე ჯიუტად ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. უფრო მეტიც, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ბიზნესმენი ირაკლი ბოჭორიძე ჭუტა წერეთლის განცხადების საფუძველზე დააპატიმრეს და 4 წელი მიუსაჯეს. ეს მაშინ, როცა ჩემი სარჩელი 2 წელია თაროზე დევს და გამოძიებას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, დავეკითხე. ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ჭუტა წერეთლის კავშირებსა და გავლენებს პროკურატურასა და სასამართლოში ცვლილებები არ შეხებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩემი წამებისა და დანაშაულებრივი დევნის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ კრიმინალური გარჩევებისა და დევნის ავტორები - ჭუტა წერეთელი და მისი ხელშემწყობები", - აცხადებს ბიზნესმენი ღია წერილში.

მინდია ქაშიბაძე კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქს სტოპის" დირექტორი და მფლობელია. ის ამჟამად პრაღაში შინაპატიმრობაში იმყოფება. ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის ღია წერილი ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გაავრცელა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42