ცოლ-ქმრის კამათს ჭავჭავაძეზე კონტროლიორის სიცოცხლე შეეწირა
სამართალი - 11:21, 11 Jun, 2014     14258

რამდენიმე დღის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, BMW–ს მარკის ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე, მდგარ ორ კონტროლიორს დაეჯახა. მათგან ერთი-ერთი, 26 წლის ილია ქვარცხავა, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, 32 წლის ია დვალიშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელენე შარვაშიძე იჯდა. მანქანაში ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ნასვამი იყო... ცოლ-ქმარმა მანქანაში რაღაცაზე იკამათეს, ქმარმა ქალს საჭეზე ხელი აუკრა, ამ უკანასკნელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე შევარდა...

ილია ქვარცხავას მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა, ნიკოლოზი... უმუშევრობის გამო, ახალგაზრდებს ოჯახში მცირე უსიამოვნებაც ჰქონდათ, ამიტომაც ილია თავგამოდებული ეძებდა სამსახურს... შარშან მოახერხა და კონტროლიორად დაიწყო მუშაობა...

მამუკა გორგოძე, მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე:

- სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა, მაგრამ ილია იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, მხოლოდ 2 წუთი ჰყავდათ სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანამ მთელი ძალით დაეჯახა და გადაურა. გაჩერების ჯიხური მთლიანად დამსხვრეული იყო, ხელახლა დადგეს.

- მძღოლი ნასვამი იყო?..

- თავდაპირველად ასე გავრცელდა, მაგრამ შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაში ჩაწერეს, რომ ნასვამი იყო მხოლოდ მეუღლე... როგორც ამბობენ, მეუღლემ ხელი აურტყა საჭეზე, რის შედეგადაც ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მეუღლეს ეტყობოდა კიდეც, ნასვამი რომ იყო...

- ია როგორ გრძნობს თავს?..

- მძიმე მდგომარება აქვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მესამე დღეა, ექიმებს საძილე საშუალებებზე ჰყავთ, მუცლის ღრუში ჩაუტარდა ოპერაცია და ნაკერები ჯერ კიდევ არ დაუდიათ, რადგან ჯერჯერობით დაკვირვებას ახორციელებენ. მენჯის ძვლები მთლიანად გადატეხილი აქვს, ფილტვებსა და მუცლის ღრუში სითხე გროვდება და ამიუტომაც არ ადებენ ნაკერებს... როგორც ექიმებმა გვითხრეს, 6 თვის განმავლობაში ფეხზე გავლას ვეღარ შეძლებს და ვერც იმას ამბობენ დადასტურებით, საერთოდ გაივლის თუ არა, რადგან წვივის ძვლებიც დამსხვრეული აქვს...

- მანქანის მფლობელები დაუკავშირდნენ ქვარცხავასა და დვალიშვილის ოჯახებს?..

- არა, ძალიან გაოცებული ვართ, მაგრამ არც ერთ მათგანის ოჯახთან დაკავშირება არ უცდიათ. ეს უბედური შემთხვევაა, ანუ განზრახ ქმედება, თითქმის გამორიცხულია, ხალხი შეიწირეს, მაგრამ არც იას მდგომარეობით დაინტერესებულან, არც ილიას ოჯახს შეხმიანებიან... გასაგებია, თავად ვერ მივიდოდნენ სანახავად, რადგან ორივესთან, გადარჩენილთანაც კი უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ ნათესავი ან ახლობელი მაინც ხომ უნდა მისულიყო, უბრალოდ მოეკითხა გარდაცვლილისა და გადარჩენილის ოჯახები. ეს უპასუხისმგებლო ადამიანების საქციელს უფრო ჰგავს...


წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42