2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი განცხადებას ავრცელებს, სადაც ითხოვს, რომან შამათავასთან ერთად ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიასაც წაეყენოს.
„ჩემი შვილი მოკლეს იმიტომ, რომ ის დაუპირისპირდა კუდის თანამშრომლებს. როცა მათ დატოვეს კოდორის ხეობა და სვანეთში დაბანაკდნენ, დათო მათთან მივიდა და უსაყვედურა უიარაღოდ კოდორი რატომ დატოვეთ და რატომ ჩააბარეთ მტრებსო. ამის შემდეგ ჩემი შვილი მალევე დაიბარეს ქუთაისში რეინჯერთა კრებაზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. შემდეგ კი მამას მანქანიდან გამოსტაცეს შვილი. რომან შამათავამ აღასრულა ახალაიას დაკვეთა. დათა ახალაია აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ. ამას გარდა, თამარ არღვლიანი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეზობლებთან ერთად, თბილისში ფეხით მსვლელობას გეგმავს, სადაც საპროტესტო აქციას გამართავს. მისივე განცხადებით, თუ დათა ახალაიას ბრალს არ წაუყენებენ მის გვარზე მოხდება სვანური წესით შურისძიება.
მასალის გამოყენების პირობები






