დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:14, 14 Dec, 2012     552

 

,,რადიკალურად განწყობილი და გარკვეული ძალების მხრიდან მართული ჯგუფების მხრიდან თვითნებურად დაკავებული იყო 53 ობიექტი. ბოლო შემოწმებით, დაკავებულია 45 ობიექტი.
ის, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრა არის კანონდარღვევითი ქმედება, ჩვენთან ერთად იზიარებენ საერთაშორისო, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციები.


ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა (ბაქოს ქუჩა #1). აღნიშნულ შენობაში დევნილთა სამინისტრომ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნგრევადი ,,ბამბის ნართი-ს" შენობაში მცხოვრებ დევნილთა გადასაყვანად, თუმცა სარემონტო სამუშაოს დასრულებამდე იქ ერთი რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მხრიდან მოხდა თვითნებური შეჭრა. შესაბამისად, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები დღემდე რისკის ქვეშ რჩებიან და აღნიშნულ მისამართზე გადაყვანა ვერ ხერხდება.
ამავდროულად, ეს არის კონფლიქტი დევნილთა 2 ჯგუფს შორის - ერთი, რიმლებმაც უკანონოდ დაიკავეს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის რეაბილიტირებული ფართი (ბაქოს ქუჩა #1) და ამავე დროს, ეს არის კონფლიქტი შეჭრილებსა და თბილისის მერიას შორის, რომლის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნული შენობა.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო და კერძო საკუთრების სხვადასხვა ობიექტების თვითნებური დაკავება 3 ოქტომბრიდან დაიწყო.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ კონფლიქტის მონაწილე ჯგუფების კანონიერი ინტერესები. მიმდინარეობს მუშაობა დევნილი საზოგადოების 18-წლიანი დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მექანიზმებზე, როგორიცაა, მშენებლობები, კარკასული ობიექტების რეაბილიტაცია და საცხოვრებლად გადაკეთება და ასე შემდეგ. შესაბამისად, დევნილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ნუ მოქმედებენ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.


საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევებთან, როდესაც, ყველა კმაყოფილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. დევნილთა ორივე ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. ორივე ჯგუფს გააჩნია ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება. სამწუხაროდ, აღნიშნული ერთი კონკრეტული ობიექტით ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.


ამიტომ, სამინისტროს პოზიციაა, ვიყოთ სამართლიანობის პრინციპების მხარეს. აქედან გამომდინარე, ბაქოს ქუჩა #1-ში უნდა განთავსდნენ ნგრევადი "ბამბის ნართის" დევნილები, ხოლო "არაშენდას" 12 ოჯახთან (რომლებმაც ბაქოს ქუჩაზე ობიექტი თვითნებურად დაიკავეს) სამინისტრო გააგრძელებს მოლაპარაკებებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად", _ აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42