"ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების საქმეზე EXIMUS HOLDING-ის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
სამართალი - 17:06, 09 Jun, 2014     1592

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემული იქნა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის „EXIMUS HOLDING“-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გოგოხია წარსულში შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ხელმძღვანელობდა.

„ვინაიდან ალექსანდრე გოგოხია თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას მას ბრალდება წარედგინება დაუსწრებლად.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის მეორე ნახევარში, გიორგი ღონიაშვილის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განიზრახეს პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დ. კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის „EXIMUS HOLDING“-ს კუთვნილი ანგარიშიდან თანხების საქართველოში უკანონო გადმორიცხვა ისე, რომ მომხდარიყო გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვა და მისითვის კანონიერი სახის მიცემა, რომელიც შემდგომში მოხმარდებოდა პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას’’.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის „EXIMUS HOLDING “-ს დირექტორმა ალექსანდრე გოგოხიამ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა დაამზადეს ყალბი ხელშეკრულება, რომელშიც მიუთითეს, თითქოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ „BROOKTRADE“-მა, კომპანია „EXIMUS HOLDING “-ს გაუწია სხვადასხვა სახის კვლევა და მომსახურება, სანაცვლოდ კომპანია „EXIMUS HOLDING“-ი იღებდა 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას. 2014 წლის 04 მაისიდან, 03 ივნისამდე პერიოდში, აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, ალექსანდრე გოგოხიამ, გიორგი ღონიაშვილმა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან, კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე ეტაპობრივად გადარიცხეს 760 000 აშშ დოლარი. უკანონოდ მოპოვებული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე 760 000 აშშ დოლარი, ასევე ეტაპობრივად გადმოირიცხა საქართველოში რეგისტრირებული ერთერთი კომპანიის ანგარიშზე, რაც შემდგომ მიიღო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა გიორგი ღონიაშვილმა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 12 წლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42