საქართველოში სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ფარისებური ჯირკვლის პათოლოგია გახშირებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
რაც შეეხება მიზეზებს, გენეტიკურ ფონთან ერთად, დიდ როლს ასრულებს ეკოლოგიური ფაქტორებიც. ამიტომაც, ეს პრობლემა ბავშვებსა და ახალგაზრდებში უფრო გახშირდა. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა და დროულად არ განიკურნა, შესაძლოა, შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. ასევე საყურადღებოა იოდდეფიციტის პროფილაქტიკაც. მოგეხსენებათ, იოდის სათანადო შემცველობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ კოეფიციენტზე, სირთულეების გამოსავლენად გაზაფხული და ზაფხული უფრო აქტიური სეზონია, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მოზარდები წარმოადგენენ.
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. ფარისებრი ჯირკვალი 2 უმნიშვნელოვანეს ჰორმონს ტრიიოდთირონინსა და ტეტრაიოდთირონინს - თიროქსინს გამოიმუშავებს. მათ მოკლედ T3 და T4 აღნიშნავენ.
ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავდება კიდევ ერთი ჰორმონი – თირეოკალციტონინი, რომელიც ძირითადად კალციუმის ცვლაში მონაწილეობს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. მათი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს ქსოვილების, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, ხორციელდება რეპროდუქციული ფუნქციები, ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობის დროს პაციენტები უჩივიან:
გულის აჩქარებას;
გულისცემის მკვეთრ შეგრძნებას;
არტერიული წნევის მომატებას;
წონის კლებას;
სიცხის აუტანლობას;
საღამოს სუბფებრილიტეტს;
აღგზნებადობას;
ასთენიას;
შინაგან თრთოლას;
კანკალს;
კუნთების სისუსტეს;
სახსრების ტკივილს;
დიარეას;
მენსტრუალური ციკლის დარღვევას.
მასალის გამოყენების პირობები