რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრემიერმინისტრის კასიანოვის აზრით, დღეისათვის უკრაინაში თამაში დასრულებულია, რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს მარცხის აღიარება, ის ხაზს უსვამს, რომ პუტინი მხოლოდ სახის შენარჩუნებაზე ფიქრობს.
„ბლეფმა არ იმუშავა, პუტინის ავანტიურა დონბასში მიდის დასასრულისკენ, ძალიან მალე პუტინს მოუწევს მარცხის დაფიქსირება, დასავლეთის ულტიმატუმი, ივნისის ბოლომდე უზრუნველყოს ტერორისტების მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტა აღმოსავლეთ უკრაინაში, პუტინს შანსებს არ უტოვებს.
თავისი უკრაინული ავანტიურით, პუტინმა ჩაითრია მთელი ქვეყანა აზარტულ გეოპოლიტიკურ თამაშში, რითიც რუსი ხალხი თავისი ამბიციების მძევალი გახადა. უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ ბლეფმა არ იმუშავა და ძალიან მალე საჭირო იქნება მარცხის დაფიქსირება."- განაცხადა რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაუმტკიცოს თავის მოსახლეობას, რომ არავითარი საერთო არ აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, მაგრამ „ამაში მხოლოდ ზომბირებულ აუდიტორიას თუ მოატყუებენ“:
,,აშკარაა, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობის ექსკალაციაზე ეკისრება რუსეთის ხელისუფლების პირველ პირს, რომელმაც გამოიყენა მთელი არსენალი რესურსების, კრიზისის პროვოცირებისთვის, დაწყებული უპრეცედენტო მასშტაბების საინფორმაციო პროპაგანდისტული ომიდან, დასრულებული რუსეთის დივერსიული ჯგუფების და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეგზავნით უკრაინაში."-აღნიშნავს კასიანოვი.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, დღეისთვის ექსპრემიერის აზრით თამაში დასრულებულია, ის ხაზს უსვამს, რომ პუტინი მხოლოდ სახის შენარჩუნებაზე ფიქრობს.
,,თამაში სრულდება, პუტინის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური დანაკარგების მინიმიზაცია და სახის შენარჩუნება. მთავარი ძალისხმევა ეხლა მიმართულია იქითკენ, რომ არ მოუწიეს თავისი ხალხის გაწირვა. ამისთვის მას ჭირდება შეიარაღბული სეპარატისტების მოლაპარაკების მხარედ ლეგიტიმიზირება. აქვს თუ არა რესურსი ამ ფორმით სახის შენარჩუნების, ძნელი სათქმელია, ჩემი აზრით ასეთ რესურსი უბრალოდ არ არსებობს"-ასკვნის კასიანოვი.
მასალის გამოყენების პირობები






