არჩილ კბილაშვილი: საქმეების შესწავლას და გადამოწმებას დრო სჭირდება
სამართალი - 22:50, 13 Dec, 2012     492

 

,,ციხის თემატიკის შესწავლა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ციხის ცხოვრება იყო დანაშაულებრივი და გამონაკლისი ხასიათი ჰქონდა უფლებების არდარღვევას. ჩვენ ვაჯგუფებთ მსგავს საკითხებს, ვაჯგუფებთ პირებს, ვის მიმართაც ჩადენილია მეტ-ნაკლებად იდენტური დანაშაული, ასევე, პირებს, ვინც ეს ჩაიდინა და ვახდენთ მათ შესწავლას. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არის ისეთი ინფორმაციული ნაკადი, რომელშიც ისეთი სისასტიკის ინფორმაციები გვხვდება, რომ მათ ჯეროვან შესწავლას და გადამოწმებას საკმაო დრო სჭირდება", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა

გენერალური პროკურორი გამოეხმაურა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების  ვიზიტს და განაცხადა, რომ მათპროკურატურაში მიმდინარე რეფორმები აინტერესებდათ.

 

,,ბუნებრივია, საუბარი შეეხო დაკავებებსაც. მათი დაინტერესება შეეხო იმას, თუ რამდენად საფუძვლიანად ხორციელდებოდა ჩვენს მიერ დაკავება და რამდენად არსებობს გამჭვირვალობის ის აუცილებელი მინიმალური დონე, რომელიც ასეთ საქმეებზე საზოგადოების ინტერესებს აკმაყოფილებს. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ამომწურავი პასუხი გავეცით. მათთან საუბრის ბოლოს მე დამრჩა აღქმა იმის, რომ საუბარი დავასრულეთ ძალიან მაღალი დონის ურთიერთგაგებით", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

გარდაბნის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძის თვითმკველობის საქმესთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:

,,საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. რაც დადგინდება, გამოვიტანთ დღის სინათლეზე. არავის ინტერესში არ შედიოდა რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება ამ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენს თვალსაწიერში რაიმე ეჭვს წარმოშობდა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მათი უფლებაა გამოხატონ აზრი და, ამდენად, მათ კომენტირებას ამ შემთხვევაში მე არ შევუდგები", - აღნიშნა კბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42