სამართალდამცავებმა მარიხუანას უკანონო შენახვა-მოხმარებისთვის 16 პირი დააკავეს. ისინი საირმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლიდან აიყვანეს, სადაცწვეულებას მართავნენ.
დაკავებულებს შორის არიან 2 ივნისის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები, ასევე "ფორმულა კრეატივის" წევრები. დაკავებულთაგან ერთი პატიმრობაში დატოვეს, ნაწილი ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაუშვეს, ნაწილი კი, ვისაც მოხმარება დაუდგინდა, ხელწერილით გათავისუფლეს.
მათი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სახლში უკანონოდ შევიდნენ. ფაქტზე გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმიდნარეობს.
"ვერთობოდით, მეგობრები გვყავდა უცხოელი სტუმრები, ალბათ, მეზობლისგან იყო დარეკილი, რომ ხმაური და გართობაა და გადაგვიყვანეს ნარკოლოგიურში", - განაცხადა მსახიობმა გიორგი ნაზარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






