ინფორმაციას ამის შესახებ, ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო ამ ქვეყნისთვის. მიუხედავად მნიშვნელოვანი პრობლემებისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით უკრაინელმა ხალხმა გამოხატა თავიანთი ნება ერთიანი, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მიმართ. დარწმუნებული ვართ, პეტრო პოროშენკოს მთავრობა ხელს შეუწყობს ქვეყანის სტაბილიზაციას და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის გამართვას, რომელიც არჩევნებამდე დაიწყო. ალიანსი კვლავაც მხარს უჭერს ურაინას ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარებაში. უკრაინა ნატო-ს დიდი ხნის და აქტიური პარტნიორია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პრეზიდენტ პოროშენკოსთან თანამშრომლობას. ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერეს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






