,,ჩვენ მომსწრე ვართ რუსეთის დაკრძალვის... მშვიდობით რუსეთო! ჩვენ გვემახსოვრები შენ!“ - ალფრედ კოხი
პოზიცია - 13:09, 07 Jun, 2014     9307
ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და წარსულში პუტინის თანამებრძოლი, ამტკიცებს, რომ რუსეთი უფრსკულისკენ მიექანება და ეს მისი დასასრულია. ამ დასასრულამდე რუსეთი მიიყვანა პუტინმა.

,,ჩემი აზრით ყველაფერი მარტივადაა: გადარჩეს ისე, რომ შეინარჩუნეს თავისუფლება და სრული სუვერენიტეტი რუსეთს უკვე არ შეუძლია და ნუ შეგიყვანთ შეცდომაში ატომური იარაღი.

მისი გამოყენება-ეს ნიშნავს - game over - და განხილვაც კი უაზრობაა.

მცდელობა გადავრჩეთ მარტოობაში (თუნდაც ბელორუსთან, სომხეთთან ან ყირგიზეთთან) მიგვიყვანს მცოცავ კოლონიალიზაციამდე და რუსეთის ტრანსფორმაციამდე ნედლეულის დანამატად. ეს იმდენად მკაფიოა, რომ ახსნადაც არ ღირს.

თავის წარმოჩენა ცალკე აღებულ ცივილიზაციად და ძალის ცენტრად - ეს მხოლოდ შიდა მოხმარების საინფორმაციო აქტივობაა, რომლის მიზანია მასებზე ზემოქმედება. სხვა რაიმე გადამწყვეტი მნიშვნლობა (გარდა სუიციდუალური და ამერიკელიბის კოპირების უნიათო მცდელობისა) მას არ გააჩნია.

თვითონ განსაჯეთ: რუსეთის ეკონომიკური სიძლიერე რთულად დასანახია და დამოკიდებულია, ძირითადად, ენერგომატარებლებზე. მოსახლეობა 140 მილიონია, ასეთი მონაცემებით საკუთარი თამაშის წამოწყება თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია.

შესაბამისად, საჭიროა, გახდე ნაწილი რაღაც გლობალური ალიანსის და მიიღო ის თამაშის წესები, რაც მოქმედებს ალიანსში, თუნდაც პირველ ეტაპზე ეს ჩანდეს ჩვენთვის მიუღებლად, საერთო ჯამში, მოგება პერსპექტივაში მაინც შეიძლება ალიანსში გაწევრიანებით მიიღო.

მოცემული მომენტისთვის არჩევანი არ არის დიდი: ან დასავლეთი ან ჩინეთი. თუმცა ამ შემთხვევაში მუშაობს ავტომატიზმის პრინციპი: თუ მიიღებ გადაწყვეტილებას, უარი თქვა ინტეგრაციაზე დასავლეთში (და მათ უკვე ხელი ჩაიქნიეს ჩვენზე), ეს ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას ალიანსზე ჩინეთის სასარგებლოდ, როგორც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფლება არჩევანის, ეს ასე არ არის. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, რომელიმე ერთი გლობალური ძალის არ მონაწილეობა კონკრეტულ სიტუაციაში, ცალსახად ნიშნავს მეორის მონაწილეობას. მცდელობა, წარმოვაჩინოთ ვითარება ისე, თითქოს ჩვენს გარდა სხვა ძალები აქ არ არსებობენ - სახიფათო ილუზია და თავის მოტყუებაა, ან კიდევ ცინიკური ტყული.

დასკვნა მარტივია: უნდა გადავწყვიტოთ, რომელი ალიანსის ნაწილი ჯობია გავხდეთ: დასავლურის თუ ჩინურის. პირადად ჩემთვის არჩევანი არ არსებობს, რა თქმა უნდა დასავლეთის. თუმცა აშკარაა, რომ კრემლმა საპირისპირო არჩევანი გააკეთა.

ჩემს წარმოდგენებში რუსული კულტურა, რუსული იდენტობა შეასაძლებელია გადარჩეს მხოლოდ დასავლური არჩევანის შემთხვევაში. ჩინური არჩევანი მას გაანადგურებს.

ასე, რომ ფაქტობრივად ჩვენ მომსწრე ვართ რუსეთის დაკრძალვის. დარჩება მხოლოდ ტერიტორია, რესურსები და რამოდენიმე ნახევრად განათლებული ადამიანი მილების მომსახურებისთვის. სულ ეს არის, რაც ჩვენ ახალ მეგობრებს და მფარველებს სურთ. გილოცავთ ძვირფასო პატრიოტებო, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სუვერენიტეტი. ვაშა! მშვიდობით რუსეთო! ჩვენ გვემახსოვრები შენ.

Ты была хорошая. Чего уж там…»

ალფრედ კოხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42