რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფი ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და პაციენთთა უფასო გასინჯვებს ახორციელებს.
პროგრამას შეუერთდა კომპანია NMS-თან არსებული ჰამბურგის ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა აუცილებელი ანალიზების უფასოდ გააგზავნას გერმანიაში
პროგრამას მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიდციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ექიმი მაკა ბულეიშვილი
ქალბატონო მაკა როდის შეიქმნა რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფი და რა საქმიანობას ეწევა?
ჩვენი საინიციატივო ჯგუფი 2013 წლის მაისში ჩამოყალიბდა, რომელიც სისტემატიურად სტუმრობს რეგიონებს და ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ინფორმირებულობას და ადგილობრივად ამბულატორიულ უფასო მომსახურებას. აგრეთვე რეგიონებში თანამედროვე მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ატარებს ტრეინინგებს ადგილობრივ მედპერსონალთან,
რამდენი მედიკოსია გაერთიანებული თქვენს საინიციატივო ჯგუფში?
ჩვენს ჯგუფში გაერთიანებულია 34 სხვადასხვა პროფილის ექიმი რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონებში პაციენტთა უფასო გასინჯვებს.
ვინ არიან თქვენი პარტნიორები?
ჩვენს ჯგუფს შეუერთდა ჰამბურგის ლაბორატორია რომელიც საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გვთავაზობს ანალიზების გაგზავნას გერმანიაში
კონკრეტულად რომელ რაიონებს მოიცავთ და რა არის პროგრამის მიზანი?
ჩვენი მიზნია მოვიცვათ რეგიონები სადაც სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და ექიმის კონსულტაცია, ასევე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და რაც მთავარია გასვლები არ არის ერთჯერადი ხასიათის.
პროგრამა მოიცავს შემდეგ რაიონებს:
კახეთის რეგიონი (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი) პროგრამა ხორციელდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რესპუბლიკურ საავანდმყოფოსა და კახეთის გუბერნიას შორის.
აფხაზეთის მთავრობასა და რესპუბლიკური საავადმყოფოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე (სენაკი, ზუგდიდი, დარჩელი, თბილისის ზღვის კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, იმერეთის რეგიონი, აჭარა).
დუშეთის რაიონსა და რესპუბლიკურ საავანდმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმი,
იმერეთის რეგიონი: (ხარაგაული, ჭიათურა, ვანი).
გორის რაიონის საზღვრისპირა სოფლები მერეთი, დვანი. ასევე, მარნეული.
ბოლო აქცია ჩატარდა პანკისის ხეობაში სოფელ ომალო და დუისი აღნიშნული პროგრამა აგრძელებს დასახული მიზნების განხორციელებას.
მასალის გამოყენების პირობები