ბავშვის ჯანმრთელი ზრდა-განვითარება ყველა მშობლის მიზანია. მშობელი ყოველთვის ცდილობს დაცვას შვილი ცხოვრებისეული საფრთხეებისგან და ხელი შეუწყოს მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვიარებას, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ბავშვზე ზრუნვა დაბადებისთანავე.
ახალშობილთა სკრინინგი თავის მხრივ გულისხმობს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე აღმოიფხვრას ბავშვებში განკურნებადი თანდაყოლილი დაავადებები, რაც მძიმე დაავადებების თავიდან აცილების საწინდარია.
ახალშობილთა სკრინინგი მკაცრად რეკომენდებულია გერმანიაში, თუმცა სავალდებულო არ არის – ეს მშობლების არჩევანია. აშშ–ში სკრინინგი ყოველწლიურად 4 მლნ. ახალშობილს უტარდება. სკრინინგის ჩამონათვალში ძირითადად ისეთი თანდაყოლილი დაავადებები შედის, რომელთა დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია თითქმის სრული გამოჯანმრთელება, ხოლო მკურნალობის დაგვიანებისას კი შეუქცევადი პროცესები ვითარდება. აშშ–ში სკრინინგი ყოველწლიურად 4 მლნ. ახალშობილს უტარდება.საქართველოში ახალშობილებს დაბადებიდან მესამე დღეს სკრინინგი მხოლოდ 3 დაავადებაზე (თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, მუკოვისციდოზი) უტარდებათ.
ჰამბურგის ლაბორატორია გთავაზობთ ახალშობილთა სტანდარტულ სკრინინგს, რომელიც აპრობირებულია გერმანიაში.
კვლევა მოიცავს 10 ძირითად დაავადებას და ტარდება ჰამბურგის სკრინინგ ლაბორატორიაში.
თუ რაიმე პრობლემის გამო ახალშობილის სიცოცხლის პირველ საათებში ვერ მოხერხდა სკრინინგის ჩატარება, ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სასურველია დაბადებიდან მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. რადგან ამ დროისთვის უმეტესი დაავადებების კლინიკური lსიმპტომები ან საერთოდ არ ვლინდება ან ვლინდება მხოლოდ მსუბუქი ფორმით.
მასალა: კაპილარული ან ვენური სისხლი. სისხლის აღება, როგორც წესი, ახალშობილის ქუსლიდან ხდება სპეციალური სკარიფიკატორით.
ყოველი პათოლოგიური შედეგის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება კონკრეტული დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.
მასალის გამოყენების პირობები