თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კომენტარი გააკეთა. უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ბრალდების მხარის პოზიციას ელოდება:
"წინა პროცესი ბრალდების მხარის ინიციატივით გადაიდო. პროკურორებმა ითხოვეს დრო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას. ველოდებით, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავას უფლებამოსილება აღდგება. სასამართლო გადაწყვეტილების ვადებში შეზღუდული არ არის, მაგრამ რადგან ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა, უახლოეს პერიოდში ვედლოებით გადაწყვეტილების მიღებას," - განაცხადა ბექა ბასაილაიამ.
„თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე განახლდება. შედეგად გირკვევა აღუდგება თუ არა გიგი უგულავას უფლებამოსილება.
უგულავას ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას უფლებამოსილება უნდა აღუდგეს. შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდების მხარემ დრო ითხოვა, სასამართლო პროცესი 5 ივნისისთვის ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






