დონეცკში მოქმედი რუსი ტერორისტის მიმართვა - ,,მათ უღალატეს“ ,,ეს დასასრულია“ ,,გრუზ-200”-მდე დღეების, შესაძლოა საათების ათვლა დაიწყო…

იგორ ივანოვიჩ-სტრელკოვი. 03.06.2014.
საგანგებოა!!!
,,ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ მოხალისეების რიგებიდან, მათ არ სურდათ, რომ ყოფილიყვნენ ,,მკვდარი გმირები“
სტრელკოვი ამით იწყებს თავის მიმართვას და აღნიშნავს, რომ ისინი ასეთად არ დარჩებოდნენ, რომ მათ ჰქონოდათ იარაღის სტაბილური მიწოდება, რომ ჰყოლოდათ ინსტრუქტორები და სპეციალისტები და ჰქონოდათ ელემენტარული ზურგი.
,,მე ვდუმდი რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით, რამეთუ დიდი პოლიტიკის ყველა ნიუანსი მესმის. სლავიანსკი მასთან შედარებით ერთი ბეწო ლაქაა დიდი ისტორიისთვის. ხოლო რისკები კოლოსალურია, რომელზეც უნდა წასულიყო რუსეთი. მე ერთ რამეში ვერ გავერკვიე - რატომ შეიძლებოდა, მიუხედავად დიდი რისკისა, რამოდენიმე ათასი ოსი, გადასარჩენად ყველფერზე წასვლა და რატომ ვწელავთ დროს, უკვე რამდენი თვეა, მილიონობით რუსის სრულფასოვნად დასახმარებლად?! ნუთუ მოსკოვში ფიქრობენ, რომ ასეულობით შეიარაღებული რუსი საკმარისია, და სულ ესაა, რაც მათ სჭირდებათ?! ვისურვებდი მენახა, ახლა, სემიონოვკასთან აკოფში თუნდაც ერთ ჩინოვნიკი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამხრეთ აღმოსავლეთზე. ადამიანები, რომლებიც აქ არ არიან ჩაწერილი, მიყავთ გაურკვეველი მიმართულებით. რამდენი გვამია კიდევ საჭირო, რომ მიიღონ გადაწყვეტილება? რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაიწყოს სამხედრო ჩარევა? თუ მე, მკაცრი თავდაცვის ნაცვლად, უნდა დავკავდე ადამიანების გადარჩენით? მე ჩემი მცირე ძალებით ამასაც ვერ ვიზამ. მორჩა! სროლის ხასიათიდან გამომდინარე, დაიწყო ახალი შეტევა.
შესაძლებელია ამის ტირაჟირება. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს!“
სტრელკოვის განცხადების კომენტირებისას, წყარო აკეთებს დასკვნას, რომ ,,გრუზ-200-მდე დღეების, შესაძლოა საათების ათვლა დაიწყო“, - იტყობინება ,,ELISE.COM.UA“.
მასალის გამოყენების პირობები






