ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც კადიროვმა გააგზავნა
უკრაინაში და აქამდე რუსეთის სამართალდამცავების კონნტროლს ექვემდებარებოფნენ აქტიურად იწყებენ თანამშრომლობას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბთან. ისინი უკრაინის ძალისმიერ სტრუქტურებს ინტენსიურად აწვდიან ინფორმაციას პრორუსული, სეპარატისტული ძალების გადაადგილების შესახებ. მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და აღმოჩდა, რომ ის შეესაბამება რეალობას.
,,ბოევიკები მცირე ჯგუფებად არიან გაფანტული მთელი დონეცკის მაშტაბით, მათ სუსტი კავშირები აქვთ თავიანთ მეთაურებთან, რაც მათდამი ნდობის ხარისხს და ოპერატიულობას კატასტროფულა ამცირებს" - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ალექსი დმიტრაშკოვსკიმ.
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის პრეს-ოფიცრის განცხადებით ოპერაცია დონეცკში გაგრძელდება მანამ სანამ ყველა ტერორისტი არ იქნება განადგურებული ან არ ჩაბარდება ხელისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები






