აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეჩერებული სოციალური პროექტები აამოქმედოს.
ვარშალომიძე დღეს თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა. მისივე თქმით,, წელიწადნახევარია უფუნქციოდ დგას ორი კორპუსი, რომელიც ბარაკებში მცხოვრებთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ დრომდე შენობებში არავინ შეუსახლებიათ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული პროექტი - "ბათუმი ბარაკების გარეშე" შეაჩერა, რომლის ფარგლებშიც ასეულობით სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებელი ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
"დღევანდელ მთავრობას გადაწყვეტილების მიღებას ვურჩევ. წელიწადნახევარია, ეს შენობები თავისუფალია. ზუსტად 2010 წელს დავიწყეთ პროექტი - "ბათუმი ბარაკების გარეშე" და "სახლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს". გეგმა იყო ძალიან მარტივი, ვაშენებდით ორ სახლს და ბიუჯეტში დავუტოვეთ კიდევ ორი სახლის ფული. შენდებოდა 65 ბინა, სადაც ბენზეს ბარაკებიდან მოსახლეობის შესახლება იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღემდე არ არის მოგვარებული. მთავრობას მოვუწოდებ ქმედითი ნაბიჯი გადადგას, სახლი არ უნდა იყოს ცარიელი", - განაცხადა ვარშალომიძემ.
ბარაკებში მცხოვრები მარინა ასკურავა აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აღნიშნული ორი კორპუსის მშენებლობა ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები