რჩევები რომელიც ცხოვრებას გაგვიადვილებს
საზოგადოება - 13:22, 13 Dec, 2012     683
მაგალითად ერთ იგავს მოგიყვანთ, მეფემ დიდ სარკეებიანი სასახე ააშენა, რომელშიც ყველა კედელი სარკეებით იყო მოჭედილი. სასახლეში შემთხვევით მოხვდა ერთი ძაღლი, დაინახა სარკეებიდან მომზირალი უამრავი ანარეკლი და გადაწყვიტა რომ ეს მას უამრავი ძაღლები დაესხნენ თავს, მაშინვე აიჯაგრა და საკუთარ ორეულებს ყეფა, ღრენა და თავგამოდებული ჩხუბი დაუწყო. დილით ძაღლი მკვდარი იპოვნეს-გული გაუსკდა ემოციებისგან. ასევეა ადამიანიც, ხშირ შემთხვევაში ჩვენი დარდის და ემოციის მიზეზი, თავად ჩვენშივეა და იმ საბრალო ძაღლის არ იყოს, საკუთარ შიშებს ვებრძვით სრულიად ამაოდ. ამიტომ ყოველთვის დაუფიქრდით და გააცნობიერეთ, პრობლემა რომელიც გაქვთ, მართლა ისეთი საგანგაშოა რეალურად როგორც თქვენ ეს ერთი შეხედვით გგონიათ? იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი დაბრკოლების მოგვარების გასაღები, ჩვენშივე დევს ცხოვრებას გაცილებით პოზიტიური კუთხით დაგანახებთ.


საუკეთესო იარაღი თავდაცვისთვის არასოდეს გაუკეთოთ ადამიანებს, ის რასაც თავად არ უსურვებთ საკუთარ თავს. ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსს ექვემდებარება და კომპენსირებადია. ამიტომ ნებისმიერი ცუდი ან კარგი საქციელისთვის ადრე თუ გვიან მოგიწევთ პასუხი აგოთ. ერთმა კაცმა ლამაზი სახლი იყიდა დიდი ხეხილიანი ბღით რომელსაც ძალიან უვლიდა და ალამაზებდა. გვერდით შურიანი მეზობლები სახლობდნენ, ამიტომ ამ კაცის ლამაზი, უშფოთველი ცხოვრება ძალიან აღიზიანებდათ. ერთ დღესაც გადაწყვიტეს, იგი კონფლიქტში აეყოლიებინათ, აავსეს კალათი ნაგვით და სახლის წინ დაუდეს. კაცი გამოვიდა სახლიდან, ნახა მეზობლების "საჩუქარი", აიღო კალათი, ნაგავი გადაყარა, კალათი გამოასუფთავა, დაკრიფა ყველაზე ტკბილი, გემრიელი ხილი რომელიც მისი ბაღის ხეებს ესხა და მეზობლებს მოუკითხა საპასუხო საჩუქრად. გაოცებულმა მეზობლებმა კითხეს "კი, მაგრამ ჩვენ ხომ ამ კალათით ნაგავი მოგიტანეთ. რატომ არ გვეჩხუბე?", კაცმა კი მშვიდად უპასუხა "ვინც რითია მდიდარი, იმას გასცემსო". დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42