რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ქალები?
საზოგადოება - 13:20, 13 Dec, 2012     8110
ეს ყველაფერი, კი ამაოდ არ ხდება. ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე ზოდიაქო განსაზღვრავს იმას თუ რით ვიქნებით ჩვენ გამორჩეული. ზოგს ნიჭი და მოქნილობა დაჰყვეს შეიძლება, ზოგს ლოგიკური აზროვნება, ზოგს კი გარეგნული სილამაზე, რომელიც დამეთანხმებით ქალისთვის არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალებს როგორი გარეგნობა ახასიათებთ და რომელი ზოდიქოს ქვეშ იბადებიან სტატისტიკურად ყველაზე ლამაზი გოგონები. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხიბვლელი ქალი სასწორის, მერწყულის და ტყუპის ნიშნით არის დაბადებული. მსოფლიოში ცნობილი მოდელების დიდი ნაწილი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. მაგალითად ბარ რაფაელი, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი-ტყუპები არიან. მამაკაცების გამუდმებული ოხვრის ობიექტი მონიკა ბელუჩი კი სასწორია. სასწორია ასევე, ულამაზესი კეტრინ ზეტა ჯონსიც. სასწორს ვენერა მფარველობს, სილამაზის და ჰარმონიის პლანეტა, ამიტომ სასწორი ქალები განუმეორებლები, ქალურები და დახვეწილები არიან.
რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ქალბატონებს, მათ განსაკუთრებული ვნებიანობა და სექსუალური იმიჯი ახასიათებთ. ბევრი მიმზიდველი ქალია დაბადებული ვერძის ზოდიაქოს ნიშნით, მათ შორისაა ვიქტორია ბექჰემი, მარია შარაპოვა, ქეით ჰადსონი, ალესანდრა ამბროზიო, მირანდა კერი და სხვები. ლომები არიან-მადონა, ჯენიფერ ლოპესი, კეიტ ბეკინსეილი, აწ გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი. მშვილდოსნებს უფრო ამორძალური გარეგნობა აქვთ და მათ რიგებში შეხვდებით ტეილორ სვიფტს, დერილ ჰანას და სხვებს

რაც შეეხება წყლის ტრიოს- კირჩხიბს, თევზს და მორიელს, აქ მთელი მრავალფეროვნებაა. თევზები უზომოდ ქალურები, ნაზები და სათუთები არიან მაგალითად ნატალია ვოდიანოვა, შერონ სთოუნი, ევა მენდესი, ტეა ლეონი და სხვები. კირჩხიბ ქალებს სპეციფიური გარეგნობა აქვთ, მათ მკერდით იცნობთ, როგორც წესი დიდი ზომის მკერდი კირჩხიბის საფირმო ნიშანია, ან პირიქით, მცირე ზომის და კოხტა. მაგალითისთვის ჟიზელ ბუნდჰენის მოყვანაც შეიძლება. აი რაც შეეხება მორიელს, მას მისტიკური გარეგნობა და ხაზგასმული ვნებიანი იმიჯი ახასიათებს. ცნობილი მორიელები არიან-დემი მური, აწ გადრაცვლილი ბრიტანი მერფი, მომღერალი კეტი პერი და სხვები.

და ბოლოს მივადექით მიწის სტიქიას, რომელშიც ყველაზე გაწონასწორებული, პრაქტიკული და ჭკვიანი ქალები იბადებიან. კურო ქალები, როგორც წესი ფორმების სისავსით ან ჭარბწონიანობით არიან გამორჩეული. ეს იმიტომ რომ მათი უმრავლესობა გურმანია. თუმცა მათი გარეგნობა, როგორც წესი იშვიათადაა ვულგარული. ცნობილი კუროა რენე ზელვეგერი, ლეტიცია კასტა, მომღერალი ტონი ბრექსტონი და სხვები. რაც შეეხებათ ქალწულებს, ისინი ყოველთვის სადად და გემოვნებით იცვამენ, ამიტომ რაც არ უნდა კარგი გარეგნობა ქონდეთ, მათი შემჩნევა ძნელია. ცნობილ და ეპატაჟურ ქალწულებს შორის მე მომღერალ ბიონსეს გამოვყოფდი. რომლის იმიჯიც, მის პირად რუკაში მორიელის დიდი გავლენის დამსახურებაა. რაც შეეხება, თხის რქებს, ამ ქალებს შორის უფრო მეტი ბიზნეს ლედი გვხვდება ვიდრე პრანჭია კოკეტკა. თუმცა ამ მხრივ ცნობილი თხის რქებიც არიან-მაგალითად სიენა მილერი, მომღერალი ლარა ფაბიანი და სხვები.

და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი არ განაპირობებს თქვენ გარეგნობას. ამისთვის პირად რუკაში სასწორის დიდი გავლენა უნდა გაგაჩნდეთ და კიდევ რამოდენიმე პატარ-პატარა ასპექტი უნდა გიწყობდეთ ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42