“კრაკადილის“, “ვინკისა“ და „ჯეფის“ მოხმარება 90%-ით შემცირდა“
სამართალი - 12:47, 02 Jun, 2014     1896

“საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, “კრაკადილის“, “ვინკისა“ და „ჯეფის“ მოხმარება 90%-ით შემცირდა“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ნარკოპოლიტიკაში თანმიმდევრულია.

„მარიხუანა გაერო-ს სიებში მოცემულია, როგორც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილება და ინიციატივა. საქართველო, როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა, ამ სიებს აღიარებს, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებს და მარიხუანაზე გამონაკლისს არ უშვებს“, - განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგად მოიტანა კლასიკური ნარკოტიკული საშუალებების შავი ბაზრიდან პრაქტიკული გადევნა და მისი ჩანაცვლება ჩანაცვლება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიით.

“პრაქტიკულად, სახლემწიფომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზება მოახდინა, იმიტომ, რომ არ იყო გარკვეული შეზღუდვები და კვოტები დაწესებული. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ნარკოპოლიტიკაში. ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ე.წ. “კრაკადილის“, “ვინკისა“ და „ჯეფის“ მოხმარება 90%-ით შემცირდა. მთავარია, ჯერ მათ შემოდინებას, უკანონო ბრუნვას ვებრძოლოთ და შემდეგ უკვე არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც მსჯელობს, რა შეიძლება, როგორი პოლიტიკა შევიმუშავოთ, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულ პირთან მიმართებაში. კერძოდ, საუბარია, გარკვეული სერვისების მიწოდებაზე, გარკვეული სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებაზე. მარტო იმის თქმა, რომ ყველაფერი დეკრიმინალიზებული უნდა იყოს, მერწმუნეთ, რომ ეს ჩვენი გენოფონდის ისევ სავალალო მდგომარეობაში ჩაყენებას გამოიწვევს, თუ რაღაც ალტერნატივაზე არ ვიფიქრეთ“, - განაცხადა იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42