დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ევროპული ვოიაჟის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პუტინს არ შეხვდება, თუმცა დაგეგმილია შეხვედრა ყირიმელი თათრების ლიდერებთან.
ამის შესახებ განაცხადა ობამას მრჩევლემა სტრატეგიული კავშირების საკითხებში ბენ როდსმა.
შეხვედრის მიზანია, მოხდეს აშშ-ს მხრიდან დემონსტრირება ყირიმელი თათრებისადმი სოლიდარობის და ხაზი გაესვას, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის კატეგროიულ მიუღებლობას.
აგრეთვე, ცნობილი ხდება, რომ 4 ივნისს ვარშავაში ობამა შეხვდება უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.
როდსის სიტყვებით, ყირიმელი თათრების წარმომადგენლები მიწვეული არიან ვარშავაში ობამასთან შეხვედრაზე, აშშ-ს პრეზიდენტი იქვე შეხვდება ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ესტონეთი, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და სლოვაკეთის ლიდერებს.
კითხვებზე პასუხის დროს როდსმა ასევე მიუთითა, რომ ობამა სერიოზულად არის შეშფოთებული ყირიმელი თათრების მდგომარეობით. მას სერიოზულად აშფოთებს ის შეტყობინებები, რომელთა ძირითადი ნაწილი უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, მაგალითისთვის, ზოგიერთი ლიდერის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას.
როდსი ხაზს უსვამს, რომ ყირიმელი თათრების საკითხს პრეზიდენტი ობამა პუტინთან არ განიხილავს, ვინაიდან ის მასთან შეხვედრას საერთოდ არ გეგმავს. რა თქმა უნდა, ისინი ღონისძიების მიდინარეობის პერიოდში იქნებიან ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სადილზე, მაგრამ ეს არ იქნება შეხვედრა.
ბარაკ ობამას გეგმა ევროპული ტურნის ფარგლებში შემდეგში მდგომარეობს: 3-4 ივნისს ობამა გამართავს შეხვედრებს ვარშავაში, 4-5- ივნისს ბიურსელში და შეხვდება G-7-ის ლიდერებს, 5 ივნისს საღამოს ის გაემგზავრება საფრანგეთში და ექნება არაოფიციალური ვახშამი თავის ფრანგ კოლეგასთან. ხოლო, 6 ივნისს დილით, აშშ-ს პრეზიდენტი თავისუფალ დროს ზღვის სანაპიროზე გაატარებს და იქ დაესწრება შოუს - ,,ფრანგული ნორმანდია“, რომლის სანახავადაც ასევე ჩადის პუტინი. თუმცა, შეხვედრა ობამასა და პუტინს შორის, როგორც აღვნიშნეთ, არ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






