რუსეთის ხელისუფლება კიევის საპატრიარქოს უპირსპირდება. კაზაკებმა ტაძარი დაარბიეს
მსოფლიო - 16:52, 01 Jun, 2014     1462

დილის 8 საათზე ყირიმში მდებარე, კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კაზაკების ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა კარი შეამტვრიეს.

ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს პრესსამსახური იტყობინება.

თავდამსხმელებმა დაიკავეს ტაძრის შიდა ნაწილი, რათა წინამძღვარი ივა კატკალო არ შეეშვათ მსახურების შესასრულებლად.

როდესაც წინამღძვარი მობრძანდა, თავდამსხმელები ლანძღვა-გინებით დაესხნენ თავს და დაამტვირეს მისი ავტომობილი. მრევლი შეცადა სასულიერო პირების დაცვას, თუმცა ისინიც დაშავდნენ. კერძოდ ფეხმძიმე ქალბატონს სხეულზე აღენიშნება დარტყმებისგან მიყენებული დაზიანებები, დაზარალებულთა შორის არის მამა იოანეს ქალიშვილი, რომელიც ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული.

საპატრიარქო თვლის, რომ ეს თავდასხმა კარაგდ მართვადი და დაგეგმილი აქციაა.

დახმარებისთვის ტაძრის წინამღძვარმა პოლიციას მიამრთა, თუმცა ისინი ადგილზე სამი საათის შემდეგ მივიდნენ, რომლებმაც თავდამსხმელების მხარე დაიჭირეს.

როგორც კაზაკი თავდამსხმელები, ასევე მილიციის წარმომადგენლები თავიანთ ქმედებას იმით ხსნიდნენ, რომ ,,კიევის პატრიარქი ეწევა ანტირუსულ ქმედებებს როგორც უკრაინაში, ასევე ყირიმში“.

ნიშანდობილვია, რომ მთელ ამ თავდასხმას წინ უძღოდა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის შეხვედრა და საუბარი ყირიმში უკრაინული ტაძრის წინამძღვართან, რომელმაც მოსთხოვა მას, დაეტოვებინა ტაძარი და არ აღესრულებინა მსახურება. ,,ეს არის შენი ბოლო დღეები ყირიმში“, - ასე მიმართა მან ტაძრის წინამძღლოს.

კიევის საპატრიარქო ძალადობრივი მოქმედებების გამო გამოთქვამს ცალსახა პროტესტს, რომელიც ჩადენილ იქნა ტაძრის, სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგ.

,,ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ხელისუფლებისგან, დასრულდეს უკრაინული ეკლესიის სასულიერი პირების შევიწროება, ხოლო ისინი, ვინც ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს ან ხელს უწყობდნენ და დგანან ამ აქციის უკან, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, უმოკლეს ვადაში მიეცენ პასუხისგებაში“ - აღნიშნეს კიევის საპატრიარქოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42