სოლომონ პავლიაშვილის ამერიკაში გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 11:35, 13 Dec, 2012     368
საქართველოს ეროვნული (საჯარო) ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიის _ ,,ინფლაციური ზიგზაგები პოსტსაბჭოთა საქართველოში"  პრეზენტაცია გაიმართება.

მონოგრაფია ამერიკულმა მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ კალიფორნიაში გამოსცა. 132-გვერდიან წიგნს, რომლის რედაქტორიც ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძეა, ბერნარდ შოუს სიტყვები აქვს წამძღვარებული: `ყველა ეკონომისტი ერთად რომ დავსვათ, ვერასდროს მიაღწევენ რამე გადაწყვეტილებას.~ მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს მთლიან პერიოდს _ 1991-2011 წლებს მოიცავს. მონოგრაფიაში განხილულია ინფლაციის არსი, მიზეზები და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე, ნაჩვენებია ინფლაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, ანტიინფლაციური პოლიტიკის თეორიული და მეთოდოლოგიური კვლევა.

ნაშრომის მიზანია, რომ მასში ასახულმა თეორიულმა კვლევამ პრაქტიკული სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, შესაძლებელი გახდეს ინფლაციური პროცესების დროული და ადექვატური რეგულირება, რათა თავიდან იქნას აცილებული ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი ჰიპერინფლაციური პროცესები.

,,როგორც ამერიკის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა მიშელ ბახმუთსკიმ ოფიციალური წერილით მაცნობა, ჩემი წიგნი მსოფლიოს რამდენიმე სამეცნიერო ბიბლიოთეკას გაეგზავნა, მათ შორის კონგრესის ბიბლიოთეკას. აკადემიის სტუდენტებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ინფლაცის, ასე ვთქვათ, ანატომიის შესწავლისას ჩემი მონოგრაფია დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენონ," _ ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.

სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიის _ ,,ინფლაციური ზიგზაგები პოსტსაბჭოთა საქართველოში~ პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42