მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ზემოხსენებული მოთხოვნები ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცდება.
,,ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა უკლებლივ ყველა ოჯახის ანკეტირება და შესწავლა. შემდგომ მთავრობამ დადგენილების შესაბამისად განახორციელა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამ პროგრამაში კვალიფიცირდა დაახლოებით 1 200 ოჯახი, საიდანაც 700-ზე მეტ ოჯახს გადარიცხული აქვს ბინის ქირის პირველი თვის საფასური 200 ლარის ოდენობით. ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რომელსაც აყენებენ ეს პირები, რაც დენით უზრუნველყოფასა და ფართების დაკანონებას შეეხება, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






