ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფმა წერილით მიმართა ნატოს გენერელუარ მდივანს რასმუსენს, სადაც მოუწოდეს, შეიძინოს ან არენდაში აიყვანოს ვერტალიოტმზიდი ,,მისტრალი“, რომელიც დღესდღეობით დგას საფრანგეთში და დამზადებულია რუსეთისთვის.
მილიარდ 200 მილიონი ევროს საფასურის კონტრაქტი მისტრალების დასამზადებლად საფრანგეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა 2011 წელს, რომლის შედეგადაც ერთი მისტრალი 2014 წელს უნდა გადაეცეს რუსეთს, ხოლო მეორე - 2015 წელს.
კონგრესმენების აზრით, ნატოს მიერ ამ მისტრალების შეძენა გააძლიერებს ნატოს პოტენციალს, და აგრეთვე, გაამხნევებს პარტნიორებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
,,ასეთი შესყიდვა იქნება მკაფიო სიგნალი პუტინისთვის, რომ ნატო არ აპირებს დიდი ხანი მოითმონოს მისი შეურაცხადი მოქმედებები“, - ნათქვამია კონგერსმენთა წერილში.
ხელმომწერ კონგრესმენებს შორის არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ ტერნერი და ამერიკის ავტორიტეტული და გავლენიანი საგარეო კომიტეტის წევრი ელიოტა ენჯელა.
მასალის გამოყენების პირობები






