კადიროვის მომხრე ბოევიკები ფსბ-სა და გრუ-ს სპეც რაზმების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის უკრაინაში კიდევ რჩება 300 მეტი მებრძოლი.
სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი ბოევიკები უკრაინულმა სამთავრობო ძალებმა დონეცკში გაანადგურეს. ისინი სხვადასხვა რუსულ სამხედრო სტრუქტურებში ირიცხებიან.
ლონდონის გამოცემა ,,Financial Times“-ი აქვეყნებს უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ანდრეი პარუბის ინტერვიუს, სადც აცხადებს,რომ პროკადიროვული ბოევიკები რუსეთმა შეაგზავნა უკრაინაში მუდმივი.
ანდრეი პარუბიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს აქვს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს შემდეგ ფაქტს: რუსი ტერორისტები, უფრო ზუსტად კი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოევიკები უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან.
„ეს დაჯგუფებები ვერ შეძლებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას და კოორდინაციის გარეშე მოქმედბას, რომ არა მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან“, - განმარტა პარუბიმ.





მასალის გამოყენების პირობები






