ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს და ჩინეთს რეგიონული აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებით ემუქრება.
ამის შესახებ ბარაკ ობამამ სამხედრო აკადემიაში "West Point" კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები იყო ლიდერი და მომავალ ასწლეულიც დარჩება მსოფლიოს ლიდერად.
"როცა ტაიფუნი უტევს ფილიპინებს, ნიგერიაში იტაცებენ გოგონებს, უკრაინაში ნიღბიანები იკავებენ შენობებს, მსოფლიო ამერიკას უყურებს და მის დახმარებას ელოდება. აშშ შეუცვლელი ქვეყანაა მსოფლიოში. ასე იყო გასულ საუკუნეში და ასე იქნება მომდევნო საუკუნეში. თქვენ თაობას ევალება რეაგირება ახალ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და კითხვა იმას კი არ შეეხება, არის თუ არა მსოფლიო ლიდერი ამერიკა, არამედ ის, როგორ ილიდეროს", - განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






