როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე მამაკაცთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეს საინტერესოა - 10:05, 30 May, 2014     4969
ალბათ ნებისმიერ ქალს მოეხსენება მარტივი ჭეშმარიტება - „მამაკაცებს თვალებით უყვართ“, შესაბამისად ის თუ როგორია პირველი შთაბეჭდილება რომელსაც თქვენ ახდენთ ძლიერი სქესის წარმომადგენელზე გაცნობისას, ხშირად განაპირობებს სამომავლო ურთიერთობის ბედს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ პოტენციური თაყვანისმცემლის ზოდიაქოს ნიშანი იცით, გაცილებით მარტივი იქნება სიტუაციით ოსტატურად ლავირება..


ვერძთან პირველ პაემანზე უნდა იყოთ ქალურობის და სინაზის განსახირება. უსმინეთ გულისყურით, აჰყევით მის ნებისმიერ წამოწყებას და შემოთავაზებას.

კუროსთან პირველი პაემანის დროს სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოთ. თუკი მასთან საერთო გემოვნებაც აღმოგაჩნდათ კვების საკითხში და რესტორანიც ერთობლივად შეარჩიეთ, მთლად უკეთესი!

ტყუპთან მაქსიმალურად გამოამჟღავნეთ ერუდიციის დონე და ინტელექტი. ეს ის კაცია რომელსაც თვალებით კი არა ყურებით უყვარს.

კირჩხიბთან ოჯახზე, ბავშვებზე და ფულზე ისაუბრეთ. შეგიძლიათ მასაც გამოჰკითხოთ შინაურებზე ისტორიები.

ლომთან საერთოდ ნუ ილაპარაკებთ, ან აქა იქ „ჩააკვეხეთ“ სიტყვა. აღტაცებული მზერა, კარგი მსმენელის როლი და კომპლიმენტები უმთავრესი გასაღებია ამ კაცის გულის მოსაგებად.

ქალწულთან დიეტის, სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეთ. აგრძნობინეთ რომ ამასთან ერთად, საფონდო ბირჟის და ზოგადად ფინანსური სფეროს პერიპეტიებშიც ერკვევით.

სასწორთან ხელოვნების სიყვარული „გადაგარჩენთ“. ისაუბრეთ ფილმებზე, მუსიკაზე, თეატრსაც და მხატვრობაზე. ოღონდ ერთმანეთში ნუ აურევთ ვან გოგსა და გოიას.

მორიელთან ჭკუა, მოთმინება და წინდახედულება გმართებთ. მართალია მას ვერაფერს გამოაპარებთ და პირველივე შეხვედრაზე შესძლებს თქვენს „ რენტგენზე გაყვანას“, მაგრამ თუ იმაში დაარწმუნებთ რომ თავი მარტოოდენ მოდური ვარცხნილობის გასაკეთებლად არ გაბიათ, მის ინტერესს უდავოდ გამოიწვევთ.

მშვილდოსანმა თქვენი სახით პირველ რიგში მხიარული კომპანიონი, ხალისიანი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იპოვნოს. მოაყოლეთ სახალისო ისტორები, იგი გიჟდება მასხარას როლზე. იცინეთ ბევრი, ხმამაღლა და გულიანად. მერწმუნეთ ხელმეორედაც მოუნდება მას მალე იგივე სპექტაკლის გამართვა.

თხის რქას საქმიანი იმიჯით, მოწესრიგებულობით და საქმისადმი სერიოზული მიდგომით მოხიბლავთ. თუ პაემანს დატვირთულ სამუშაო გრაფიკში მოკლევადიანი ლანჩის დროს დაუნიშნავთ და მის გასაცნობად ფაქტობრივად თხუთმეტი წუთით შეირბენთ, ეს ერთი-ორად გაზრდის თქვენს დივიდენდებს მის თვალში.

მერწყულთან პაემანზე შეგიძლიათ ექსტრავაგანტურად ჩაცმული გამოცხადდეთ, ეს კაცი ადამიანებს განსაკუთრებული ინდივიდუალიზმის გამო აფასებს. ამასთან ერთად თუ იგი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებითც მოიხიბლა, ჩათვალეთ რომ თავი ქუდში გქონიათ.

თევზებთან პაემანის წინ ერთი ორი პროფესიულ დონეზე დაწერილი სტატია გადაიკითხეთ ფსიქოლოგიის სფეროდან. იმიტომ რომ ამ კაცის გულის მოსაგებად, მოყვარული ფსიქოლოგის როლი ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაა. მზად იყავით მის მოსასმენად და ემოციების გამოხატვა თუ ექსპრომტად გადმოგდებული კურცხალის მეშვეობითაც გამოგდით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, „თევზაობა“ ნაყოფიერი იქნება.

წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42