რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით სომხეთი უახლოეს მომავალში ევრაზიული კავშირის სრულყოფილი წევრი გახდება. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში ისაუბრა:
„ჩვენ განვიხილეთ შეთანხმების პროექტი, რომელიც სომხეთის შეერთებას ითვალისწინებს. საჭიროა დოკუმენტის ძალიან მალე განხილვა და ხელმოწერა. სომხეთი შეთანხმების განხილვას ივნისში გეგმავს. ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ სომხეთი ძალიან მალე გაერთიანების სრულყოფილი წევრი გახდება. ვისაუბრეთ ევრაზიულ კავშირთან სხვა პარტნიორის მიერთებაზეც, კონკრეტულად – ყირგიზეთზე. საკითხი პრეზიდენტთან განვიხილეთ და ვფიქრობ, არსებობს შანსი, ეს უახლოეს თვეებში მოხდეს. ამ გაერთიანების იდეას რუსეთში ნაციონალური კონსენსუსი აქვს. ჩვენ მას ყველანი მხარს ვუჭერთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, სხვა სფეროებში ჩვენი პოლიტიკა ერთიანი იქნება. ჩვენ ყველაზე დიდ ბაზარს ვაყალიბებთ დსთ–ის ფარგლებში – 170 მილიონიან ბაზარს, ყველაზე დიდი რესურსებით მსოფლიოში“,– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






