შსს-ში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი ტარდება
სამართალი - 14:52, 29 May, 2014     794

პერსონალური მონაცემების ინსპექტორის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სამდღიან ტრენინგს ატარებს. ტრენინგის მიზანია სამინისტროს სისტემაში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მომზადება, რომლებიც შემდეგ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებს კონსულტაციას გაუწევენ და სწავლებებს ჩაუტარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკული ასპექტების განხილვით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების 2014 წლის სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ამ კუთხით ინოვაციური პროცედურების დამკვიდრებას, რაც პერსონალური მონაცემების დაცვასთან მჭიდრო კავშირშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის სტრატეგიის გათვალისწინებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც ახალ საფეხურზე აიყვანს სამინისტროს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და უზრუნველყოფს შსს-ს მიერ პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას.

მომავალში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგები სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და სსიპ-ების წარმომადგენელთათვის ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42